|
2025-02-05 17:47:55, 335 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" იგულისხმება არამხოლოდ პარტიები, არამედ „ენჯეოებიც
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის" დასრულება და ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც", ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნას შეეხებოდა. კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი არის ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი. „ეს არის ალბათ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის" დასრულება და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც" და ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის" დასრულება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა დღეს არის ძალიან მძიმე, მთავარია, რომ პროცესები გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გრძელდება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)