|
2025-02-05 16:15:17, 346 ნახვა
პოლიტიკა
კობა ხაბაზი 500 ლარით დააჯარიმეს და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი კობა ხაბაზი სასამართლომ, გზის განზრახ გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 500 ლარით დააჯარიმა. მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის დანაშაულს არ ადასტურებს და კადრებშიც ჩანს, რომ ადგილზე გზის გადაკეტვისათვის საჭირო რაოდენობის აქციის მონაწილეები იყვნენ. „მოვითხოვე ვიდეჩანაწერები, სადაც ჩანს ის სამი საპროტესტო მსვლელობა - ვაკის პარკიდან, მარჯანიშვილიდან და პარლამენტიდან, რადგან ჩანს, რომ არათუ ხალხი არ იყო, არამედ იქაც ვერ ვეტეოდით. მე ასევე შევთავაზე, რომ 2000 მოწმეს მივიყვანდი, ვინც იმ დღეს აქციაზე იქნებოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. მე გამიმართლა იმაში, რომ ესენი კომუნისტების დროს არ იყვნენ, როცა ლენინის ძეგლი ჩამოვაგდე, თორემ სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ. ბრძოლა გრძელდება, საქართველოს რუსულ ჭაობში ჩაძირვისთვის ვერ გავიმეტებთ“, - განაცხადა კობა ხაბაზმა. მოსამართლემ გზის განზრახ გადაკეტვის ფაქტზე, კობა ხაბაზს 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც შეუჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)