|
2025-02-05 15:47:18, 477 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების კანონში ცვლილებებს. ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი პროცედურით დადგენილ სამივე მოსმენას და კენჭისყრას მიმდინარე სასესიო კვირაში დაასრულებს. ძირითადი ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების გამკაცრებას იმ მუხლებზე, რომლებითაც მიმდინარე აქციის მონაწილეებს ყველაზე ხშირად აკავებენ, მათ შორისაა, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა, პოლიციელზე თავდსხმა, შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება საჯარო-პოლიტიკური პირის შეურაცხყოფაზე. სისხლის სამართლის დანაშაული ხდება საჯარო-პოლიტიკური პირისადმი მუქარა და საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმა.
კანონპროექტის წარდგენის შემდეგ არც შეკითხვები დასმულა და არც გამოსვლის სურვილი ჰქონია ვინმეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)