|
2025-02-05 13:03:38, 389 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა და ალ-შარაამ სირიაში თურქული ავიაბაზების მშენებლობის საკითხი განიხილეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ანკარაში თავდაცვის პაქტის გაფორმება განიხილეს. Reuters-ის ცნობით, მოლაპარაკებები სირიაში თურქული ავიაბაზის მშენებლობას და სირიის ახალი არმიის წვრთნას მოიცავს. გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარია სირიის ცენტრალურ, ბადიის რეგიონში ორი თურქული ბაზის შექმნაზე. თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ბაშარ ალ-ასადის სამხედრო და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც დეკემბრის ბოლოს ელვისებური შეტევის შედეგად დაამხეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი ახალ სირიაში ცენტრალურ როლს ითამაშებს, რათა ასადის რეჟიმის მხარდამჭერი ირანის ვაკუუმი შეავსოს. ეს კი ახალი რეგიონული კონფლიქტის რისკებს აჩენს სხვა რეგიონულ მოთამაშეებთან, მათ შორის, ისრაელთან. ამასთან, Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის ახალი ხელისუფლება სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმების საკითხებზე მუშაობს სხვა ქვეყანასთან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)