|
2025-02-05 11:50:44, 380 ნახვა
მსოფლიო
კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე FBI-ის აგენტები იუსტიციის დეპარტამენტს უჩივიან
FBI-ის ცხრა აგენტმა შეიტანა სარჩელი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში 2021 წლის 6 იანვარს შტურმის გამოძიების გამო. მათ სთხოვეს ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოს, დაებლოკა იუსტიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ჯეიმს მაკჰენრის ძალისხმევა გამოძიებაში ჩართული აგენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისთვის. მოსარჩელეების ვინაობას მათი უსაფრთხოებაზე შეშფოთების გამო არ ასახელებენ. სარჩელი მას შემდეგ შევიდა, რაც გენერალური პროკურორის მოადგილემ ემილ ბოვმა, ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, სთხოვა FBI-ს თანამშრომლებს, 5 თებერვლამდე შეავსონ ფორმები, სადაც დეტალურადაა აღწერილი მათი მონაწილეობა კაპიტოლიუმის ბუნტის გამოძიებაში. თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება არის „პოლიტიკური წმენდის“ ნაწილი, რომელიც წამოიწყო ტრამპის მიერ „პოლიტიკურად მოტივირებული შურისძიების“ სახით თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, თვლიან მოსარჩელეები. „ეს ბრძანება არის უკანონო და გაცემულია, როგორც შურისძიების ფორმა“, - აცხადებენ ისინი. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ გასულ კვირას იუსტიციის დეპარტამენტმა გაათავისუფლა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ ტრამპის გამოძიებაში. მოსარჩელეები ამბობენ, რომ ისინი წარმოადგენენ FBI-ს სულ მცირე 6000 ამჟამინდელ ან ყოფილ თანამშრომელს, რომლებიც გარკვეულწილად მონაწილეობდნენ გამოძიებაში „დონალდ ტრამპის ან მისი სახელით მოქმედი პირების მიერ დანაშაულებრივი ქმედებებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)