|
2025-02-05 08:44:44, 359 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პარლამენტი 49 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს
დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. დღის წესრიგში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წევრებისთვის - ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა "ქართულ ოცნებას" შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია. აღნიშნული საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გადის, რომელიც საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას წარუდგენს. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად "ძლიერმა საქართველომ" 14 მანდატი მიიღო, "კოალიციამ ცვლილებებისთვის" პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო "ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ" 16 მანდატი მოიპოვა. პარლამენტში 12 მანდატი აქვს პარტიას "გახარია საქართველოსთვის". გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)