|
2025-02-04 17:28:01, 393 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი, საჯარო მოხელეების შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ცვლის
„ქართული ოცნების“ პარლამენტი საჯარო მოხელეების შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ცვლის. ინიცირებული პროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სამი დღით ადრე მიეწოდებათ. ასეთ შემთხვევაში, მათ კომპენსაცია ერგებათ – 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ძალაში რჩება დღეს არსებული ერთ თვიანი გაფრთხილების წინასწარი ვადა, თუმცა ამ შემთხვევაში კომპენსაცია მხოლოდ ერთი თვის ოდენობით გაიცემა. პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტით ზუსტდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონში ცვლილებები გასული წლის დეკემბერში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)