|
2025-02-04 17:18:03, 415 ნახვა
პოლიტიკა
“თბილისი მოლთან“ გამართული აქციის გამო, გიგი უგულავას 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უგულავამ და 7 პირი, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დააკავა. როგორც სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს, ამ წუთის ინფორმაციით, ''თბილისი მოლის'' წინ გამართული აქციის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს: ცოტა ხნისწინ, შსს- ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებული არიან:1991 წელს დაბადებული ი.წ., 1982 წელს დაბადებული ი.ტ., 2004 წელს დაბადებული ნ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.ე., 1978 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული ა.გ., 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და 1975 წელს დაბადებული გ.უ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას" - წერს უწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)