2025-02-04 16:10:08, 524 ნახვა
პოლიტიკა
“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!“ - გენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეებს
,,ქართული ოცნების" წევრი გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.
"მოგესალმებით! მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო!
ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს,რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება,არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი რაზეც პასუხს აგებს ყველა!რაც დღეს საზოგადოებამ ნახა,არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი!
ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! თქვენ აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი ! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ,უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები!
დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!" - წერს პეტრიაშვილი ინსტაგრამზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,