|
2025-02-04 14:41:13, 405 ნახვა
პოლიტიკა
მიხაილ როთი კაია კალასს - სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები
გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას აზიარებს. „ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის. მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. იმოქმედეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ჩაგვრაზე, დემოკრატიის განადგურებაზე!“ - წერს როთი. შეგახსენებთ, კაია კალასმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია და რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)