|
2025-02-04 14:17:25, 368 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე კანონის გამკაცრებაზე: მიზანია, ხალხმა თავისუფლებისთვის ბრძოლა შეწყვიტოს
,,ცხადია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ჩანასახშივე არალეგიტიმურია, რადგან ის არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა მიიღოს და შემდეგ ხელი არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, ერთადერთი მიზანი აქვს: რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შეწყვიტონ. თუმცა, ძალიან ხშირად, მსგავსი ტიპის ცვლილებები - განსაკუთრებით, ბოლო თვეებმა ანახა, რომ ხელისუფლებას საწინააღმდეგოდ უტრიალდება - თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ,,ოცნების" გამკაცრებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეპრესიულ პოლიტიკაზე. ცნობისთვის, 3 თებერვალს, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგისას განაცხადა, რომ გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე - ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განცხადებით, "ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით" სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)