|
2016-03-07 16:24:59, 348 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე: არანაირ ძალადობას არ ვაპირებ
არანაირ ძალადობას არ ვაპირებ, ბაისაც დაველაპარაკები და მინდა ჩემი მომავალი ნაბიჯების ახსნა, - ამის შესახებ „მაესტროს“ ახლადარეგისტრირებულმა გენდირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა ის აბსოლუტურად კონსტრუქციულად არის განწყობილი. მისივე თქმით, ის ბრძოლის გაგრძელებას კანონიერი გზებით აპირებს. „არანაირ ძალადობას არ ვაპირებ. ბაისასაც დაველაპარაკები. მინდა კოლექტივთან შეხვედრა და ჩემი მომავალი ნაბიჯების ახსნა. ამ მისამართზე ზის „მაესტრო“. გენდირექტორი ვარ, აბსოლუტურად კონსტრუქციულად ვარ განწყობილი. კანონიერი გზებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას. ალტერნატიულ შენობასაც ვიპოვი არ არის პრობლემა. იჯარის ხელშეკრულების დარღვევას, „მაესტროს“ აქედან გადასვლასაც აქვს გონიერი ვადები. დაველაპარაკები „მაესტროს“ ამ შენობის მმართველს, მათ იურისტებს და მივიღებ გადაწყცვეტილებას. არიან ტელეკოპმპანიის წარმომადგენლები,. რომლებსაც ჩემთან უნდათ შეხვედრა“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. შეგახსენებთ, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის შენობაში ამ წუთებში შევიდა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)