18:49 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 16:51:39, 541 ნახვა

ეკონომიკა
რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის საბჭოში ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი პირები ინიშნებიან

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, სებ-ის საბჭოს წევრობის 4 ახალი კანდიდატი, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა დღეს პარლამენტს წარუდგინა ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებებისადმი მორჩილებით გამოირჩევიან.

დღეს მიხეილ ყაველაშვილმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად - ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე წარადგინა.

"ეროვნული ბანკის საბჭო ოთხი ახალი წევრით შეივსება. ყველა ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელი ან ყოფილი მინისტრია. არცერთი გარედან. ფაქტობრივად, მორჩილებითა და ივანიშვილის დავალებების შესრულებით გამოცდილი პირები დაინიშნება.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი გახდება. ეროვნული ბანკი “ქართუს” კანტორად გადაიქცა", - აცხადებს რომან გოცირიძე.

ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა მართავს. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

შესაბამისად, ამჟამად საბჭო მხოლოდ 5 წევრისგან შედგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics