09:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 13:58:30, 458 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ჩხვიმიანი - თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას

"მეხუთე დღეა დმანისის მერიის წინ ვდგავარ ჩემი მანქანით. აქ ვათენებ და ვაღამებ და ვშიმშილობ ხალხის ერთობის და გაერთიანების იმედით. ერთადერთი მამოტივირებელი ახლა ჩემთვის არის ეს იმედი და ფიქრი იმაზე, რომ ამ დეფაქტო ხელისუფლებას ჯერ არ აქვს იმის უნარები, რომ გაერთიანებულ ხალხს გაუმკლავდეს. 

მე ამ ერთობის იმედი კი მაქვს მაგრამ მინდა, რომ ჩემი თვალით დავინახო ეს ერთობა. მინდა ჩემი თვალით დავინახო ეს გაერთიანებული ადამიანები. ესე მშვიდად დემოკრატიული, ჰუმანური პრინციპებით გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც ესე პრინციპულად დგანან ერთად. დმანისში მინდა მოხდეს ეს ერთ-ერთ ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტში.

დმანისი მინდა გახდეს ამ ერთობის მაგალითი. ეს ერთობა იყოს სწორედ გადამდები სხვა პატარა ქალაქებისთვის და არა ჩემი შიმშილობა. თუ გაერთიანებულ ხალხს დავინახავ მე დიდი იმედით შევწყვეტ შიმშილობას და გაერთიანებულ დმანისელებთან ერთად უფრო გაძლიერებული შევუერთდები ამ საერთო ბრძოლას. 

ეს ყველაფერი ავუხსენი დედაჩემსაც, რომელმაც პირველივე დღიდანვე ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილობა. მასაც მივეცი ხალხის ერთობის იმედი და მან დამიჯერა და ამ ერთობის იმედით შიმშილობა გუშინ შეწყვიტა. ოთხშაბათს საღამოს დმანისის მერიის წინ, დმანისის ცენტრალურ სკვერთან, სადაც ჩემი მანქანით ვდგავარ, თუ ამ სკვერს გადავავსებთ, რასაც 400-500 ადამიანი ეყოფა, მე იმ საღამოსვე შევწყვეტ შიმშილობას.

სხვა შემთხვევაში მე ისევ გავაგრძელებ შიმშილობას და ისევ ხალხის ერთობის მოლოდინში. მე აღარ შემიძლია ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ და ჩვენ, ადამიანებს ერთმანეთის სოლიდარობის იმედი დაკარგული გვაქვს". - განაცხადა რეჟისორმა, ლაშა ჩხვიმიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა დმანისში 30 იანვარს დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics