10:13 - 06 Jun, 2026
|
2016-03-07 15:38:37, 1463 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის ჯანდაცვის კომისიამ სამედიცინო მომსახურება 77 მოქალაქეს დაუფინანსა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ მორიგი კომისიის სხდომა გამართა. კომისიამ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება 77 მოქალაქეს დაუფინანსა. ჯანდაცვის განყოფილების ინფორმაციით, შემოსული განაცხადებიდან 39 ბენეფიციარი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას, ხოლო 31 ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას ითხოვდა. ყველა შემოსული განაცხადი სრულად დაკმაყოფილდა. ჯანდაცვის კომისაიამ დღევანდელ სხდომაზე სამი სამედიცინო ოპერაცია და ოთხი რეზონანსული ტომოგრაფია დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე სამედიცინო მომსახურებაზე 23 924 ლარი გამოიყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)