|
2025-02-02 09:20:00, 1154 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის კურსკის ოლქში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო სკოლა-ინტერნატის შენობაზე, სადაც იმ დროს 95 ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად – მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. გენშტაბის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 4 მძიმედ დაშავდა, ხოლო 84-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მათი თქმით, უკრაინულმა ძალებმა მიზანმიმართული თავდასხმა განახორციელეს სკოლა-ინტერნატზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს:
მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება, თუმცა ინფორმაცია დამოუკიდებლად ჯერ არ დადასტურებულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)