10:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 21:11:40, 541 ნახვა

საზოგადოება
მზია ამაღლობელი - არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის

გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ეს სიტყვები დღეს, ბათუმში, ერას მოედანზე მიმდინარე საპროტესტო მანიფესტაციისას მისმა ძმისშვილმა, მანანა ამაღლობელმა გააჟღერა.

 

როგორც მანანა ამაღლობელმა აღნიშნა, ოჯახის წევრებს მზია ამაღლობელთან სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, სადაც დაკავებულმა ახლობლებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

 

„არ მინდა ციხეში მნახოთ, მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის“ – ეს გვითხრა მამიდამ.

მზია არის ქალი, რომელიც გასცემს და არასდროს ითხოვს. მზიას გარეშე სული დამიცარიელდა, მაგრამ ვცდილობ, ძლიერი ვიყო. მისი იმედები ვერ გავუცრუებ – მისი ხასიათი და შემართება არ მაძლევს უფლებას, რომ ხელი ჩავიქნიო. როგორც თავად გვითხრა, უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, სანამ გვიან არ არის. მზია, გვჭირდები! მამიდა, ძალიან გვჭირდები!“ – განაცხადა მანანა ამაღლობელმა.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics