14:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 21:39:59, 488 ნახვა

სამართალი
სამოქალაქო აქტივისტების ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

თბილისში, სამოქალაქო აქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებენ.

ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ მიღებული ზომები შესაძლოა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდებოდეს.

„აქციებზე დადის და ამიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, – განაცხადა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე პირები დაადგინა და მათ მიმართ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის მეტროსადგურებში, გაჩენილ წარწერებს – „მოკალი ქოცი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics