|
2025-01-30 22:02:34, 2256 ნახვა
მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - გაბრელიუს ლანდსბერგისი
ყველასთვის ძალიან ნათელი უნდა იყოს, რომ საქართველოს ე.წ მთავრობამ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროკავშირის მომავალი მოპარა ქართველ ხალხს - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა "ექსპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირისთვის ძალიან ნათელი უნდა იყოს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობისა და მისი პოლიტიკის პირობებში, საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არსებობს. როგორც ლიეტუველი დიპლომატი აღნიშნავს, ბრძოლა საბოლოოდ დამოკიდებული იქნება ქართველი ხალხის სურვილზე. ,,საიდან დაიწყო ეს ყველაფერი - „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული არადემოკრატიული კანონები, არჩევნების არათავისუფლად და არასამართლიანად ჩატარება, საპროტესტო აქციების დარბევა და მთელი ის ღონისძიებები, რომლებსაც ისინი ატარებდნენ, საქართველოს აკარგვინებდა ევროპულ მომავალს, რომელიც კონსტიტუციისა და ხალხის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წასვლა იყო. "ოცნების" მიერ მიღებული არადემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ გააფრთხილეს მეგობარმა ქვეყნებმა, მათ შორის ევროკავშირმა და აშშ-მა, თუმცა საქართველოს მთავრობამ რჩევები არ გაითვალისწინა და რეკომენდაციები არ შესრულა. მე სრულად მესმის აქციაზე მყოფ პროტესტანტებს რა სურთ და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანთა ძირითად უფლებებს, უნდა დაუჭიროს მხარი პროტესტანტებს საქართველოში“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ლიეტუვის ყოფილი პირველი დიპლომატის განცხადებით, გასაკვირია დასავლეთის ქვეყნების ნაწილის ზედმეტად ფრთხილი რეაქცია, მინიმუმ იმ ხალხისთვის სანქციების დაწესებაზე, ვინც ქუჩებში ძალადობაზეა პასუხისმგებელი. ,,ექსპრესნიუსთან“ საუბრისას გაბრელიუს ლანდსბერგისი აღნიშნავს, ევროპაში არიან გარკვეული ლიდერები, რომლებსაც ახლო მეგობრობა აკავშირებთ ,,ქართული ოცნების“ და რუსეთის მთავრობებთან და ისინი ბლოკავენ თითოეულ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპას შეიძლება ჰქონდეს. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, თითქმის შეუძლებელია ამ ეტაპზე იყოს მოლოდინი ევროპიდან ძლიერი პოზიციისა. ,,შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთში საქართველოზე საუბრის თემა მხოლოდ იმიტომ არის, რომ ქართველი ხალხი ქუჩაშია. ევროპიდან უფრო მწვავე რეაგირება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ: რამდენად დიდხანს დარჩებიან ისინი [აქციის მონაწილეები] ძლიერები რამდენად დიდხანს შეძლებენ პროტესტანტები პროტესტის გაგრძელებს. მგონია, რომ ევროპა იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს“ - თქვა გაბრელიუს ლანდსბერგისმა "ექსპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ცნობისთვის, ლიეტუვა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც "ქართული ოცნების'' ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა.
ავტორები: ლილე სვანაძე, დიმა კვარაცხელია
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)