15:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 16:57:05, 814 ნახვა

პოლიტიკა
გაბრელიუს ლანდსბერგისი - მზია ამაღლობელი ძლიერი სიმბოლოა იმ ბრძოლისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრელიუს ლანდსბერგისმა "ექსპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მზია ამაღლობელის შიმშილობის ფაქტზე ისაუბრა.

ლანდსბერგისის განცხადებით, მზია ამაღლობელი ძლიერი სიმბოლოა იმ ბრძოლისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში.

მისივე შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა პირველ რიგში კარგად წარმოადგენს ადამიანის ძალას, რომელიც პროტესტის ამ ფორმას იყენებს.

,,ეს ძალიან მკაცრი ფორმაა პროტესტის. მგონია, რომ ეს პირველ რიგში კარგად წარმოადგენს ადამიანს, რომელიც ამ ფორმით გამოხატავს პოზიციას და თუ ადამიანი მზად არის, თავი გაიღოს ასეთი ქმედებით, ეს მართლაც ძალიან ძლიერ სიგნალს გადმოსცემს. მგონია, რომ ამაღლობელი ძლიერი სიმბოლოა იმ ბრძოლისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს საქართველოში." -აღნიშნა ლიეტუველმა დიპლომატმა ,,ექსპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გაბრელიუს ლანდსბერგისთან ვრცელი ინტერვიუ ''ექსპრესნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მე-19 დღეა, რაც შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პოლიციამ იგი ბათუმში დააკავა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics