16:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 13:46:58, 507 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ეს არის დიქტატურა, ესენი არიან დღევანდელი მოსამართლეები და სასამართლოები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

პრეზიდენტმა მწვავე კომენტარები გააკეთა საქართველოს ხელისუფლების შესახებ.

„როგორ შეიძლება, რომ ათობით ადმინისტრაციულ საქმეში და 53 კრიმინალურ საქმეში პროკურატურა ყოველთვის მართებული იყოს? ეს არის დიქტატურა. ესენი არიან დღევანდელი მოსამართლეები და სასამართლოები… რუსები და ივანიშვილის მონები.“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ევროპულ ინსტიტუტებსა და მათ მხარდაჭერას და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას.

"საპარლამენტო ასამბლეამ 3 თვიანი გაფრთხილება მისცა მმართველ პარტიას, შეასრულოს პირობები (ახალი არჩევნები, თავისუფალი პოლიტპატიმრები, პოლიციის ძალადობის შეწყვეტა) ან გაირიცხოს ორგანიზაციიდან. ეს არის დიდი გამარჯვება ქართველი ხალხისთვის, მაგრამ სამწუხარო, რადგან ევროპის საბჭო იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო!, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთთან მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვანია - "ეს არის ჩვენი საერთო სტრატეგია ალტერნატივის გარეშე, რათა მივაღწიოთ მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას ჩვენი ორივე ქვეყნისთვის!"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics