|
2025-01-29 16:57:55, 762 ნახვა
რატომ შეხვდა ევროპა ასე წყნარად გრენლანდიის მიმართ ტრამპის მუქარას?
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი არ მალავს თავის ამბიციებს დანიის ავტონომიური ტერიტორიის - გრენლანდიის მიმართ, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, როგორც ჩანს, სიფრთხილეს იჩენენ და წინდახედულობის სტრატეგიას დაადგნენ. ასეთი მიდგომა, ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნის ფონზე, შეიძლება გასაკვირი ჩანდეს, მაგრამ მისი ახსნა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ენას „ტრანზაქციულს“ უწოდება და ამბობს, რომ ტრამპის სიტყვები „ნომინალურ ღირებულებად“ უნდა მივიჩნიოთ. ეს პოზიცია გამოხატავს დაძაბულობის განმუხტვის სურვილს, თანაც ისე, რომ არ ხდება სიტუაციის სერიოზულობის იგნორირება. ყურადღების მიღმა დარჩენილი შეხვედრები დანიამ კი გამოაცხადა, რომ არსებობს თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი არქტიკაში ყოფნის გასაძლიერებლად, რომელიც გრენლანდიასთან და ფარერის კუნძულებთან თანამშრომლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. თავის მხრივ, ევროკავშირი დანიას მხარდაჭერაში არწმუნებს და, ამავე დროს, შეერთებული შტატების მიმართ დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს. სამშაბათს დილით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თავისი დანიელი კოლეგა მიიღო და აღნიშნა, რომ საზღვრები „ძალის გამოყენებით“ არ უნდა შეიცვალოს, ბოლოს კი ინგლისურ ენაზე დასძინა: „ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს“. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არცერთმა ლიდერმა პირდაპირ არც ამერიკის ახალი პრეზიდენტი ახსენა და არც დიდი არქტიკული კუნძული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ სურვილს, რომ ცეცხლზე ნავთი არ დაასხან.
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილის განახლება თავის მხრივ, კუნძულის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ არაერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება, თუმცა, „ბიზნესისთვის ღიაა“. უზარმაზარი კუნძული, სადაც მხოლოდ 55 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ცდილობს უფრო უფრო მეტ სუვერენიტეტს მიაღწიოს კოპენჰაგენთან ურთიერთობებში, რომელიც აკონტროლებს მის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, თავდაცვას და ვალუტას, ამავე დროს, არქტიკული კუნძულის ხელისუფლება „კარგ დიალოგს“ აწარმოებს მეურვე ძალასთან. „ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ დანიასთან ერთ ნავში ვართ“, - აცხადებს გრენლანდიის პრემიერი. დონალდ ტრამპი გრენლანდიას მაღალი ტარიფებით დაემუქრა, თუ კუნძული მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. პრემიერ-მინისტრ ეგედეს თქმით, „მაშინაც კი, ეს იურიდიულად დანიაზე რომ არ იყოს დამოკიდებული, გრენლანდიამ თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი“. სტრატეგიული მდებარეობის გარდა, გრენლანდიას, რომელიც დანიისგან დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის, მინერალებისა და ნავთობის უზარმაზარი გამოუყენებელი მარაგი გააჩნია, მაგრამ ამ რესურსებზე წვდომა საკმაოდ რთული საქმეა. დამოუკიდებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, ადგილობრივი საარჩევნო კამპანიის ცენტრში იქნება, რომელიც 7 აპრილამდე უნდა ჩატარდეს. დანიის მიერ 2009 წელს აღიარებული შეთანხმება გრენლანდიას, რეფერენდუმის გზით, დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლებას ანიჭებს.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)