|
2016-03-07 11:34:30, 370 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო
საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანიდან ქვეყნითვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა. "საქართველოს მთავრობის მიზანია უზრუნველყოს ქვეყნის უწყვეტი და სტაბილური გაზმომარაგება, რასაც პრობლემა შეექმნა ქვეყანაში გაზრდილი მოხმარების გამო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულმა ღია და ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი გამოიღო. ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, გამოინახა დამატებითი საშუალებები საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდებისთვის და დეფიციტის შესავსებად, კარგი პირობებით. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება უკვე შედგა, რაც პირადი ხელმოწერებით დაადასტურეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანია „სოკარის" პრეზიდენტმა გასულ კვირას“, - განაცხადა ჯანელიძემ. რაც შეეხება „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებები რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტის ხელშეკრულების პირობების შესახებ მიმდინარეობდა, რაც ყოველი წლის ბოლოს ხდება. „რაც შეეხება კომპანია „გაზპრომს", მოლაპარაკებები მასთან მიმდინარეობდა რუსეთიდან სომხეთში საქართველოს მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურით ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელების პირობების შესახებ, რაც ჩვეულებრივად ყოველი წლის ბოლოს ხდება 2004 წლის შემდეგ და აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მოცულობების შესაძლო შესყიდვაზეც, იმ შემთხვევაში თუ საქართველო სხვა წყაროებიდან ვერ შეძლებდა ზამთრის სეზონზე არსებული დეფიციტის შევსებას“, - აღნიშნა ჯანელიძემ. მისივე თქმით, „სოკართან" მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, „გაზპრომ ექსპორტი"-დან დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროება აღარ დგას. „კომპანია „სოკართან" მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, აღარ დგას „გაზპრომ ექსპორტი"-დან დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროება. შესაბამისად, ტრანზიტის ხელშეკრულების არსებული პირობებით გაგრძელების შესახებაც შედგა შეთანხმება და მას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. საქართველო, სომხეთში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის საფასურს კვლავ ნედლეულის სახით მიიღებს და „გაზპრომ ექსპორტისგან" დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროების საკითხიც მოხსნილია. მიღწეული შეთანხმებების შედეგად, საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)