16:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 13:49:07, 397 ნახვა

სამართალი
აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა.

ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს.

საბა ჯიქია თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ ხდის. 18 წლის ბიჭის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობისას, პატიმრობის დასაბუთებად პროკურორმა თამარ იაკობაშვილმა დაასახელა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე.

ადვოკატის პოზიციით, დღეს ის საფრთხეები, რაც 7 დეკემბრის განჩინებაში იყო დასახელებული, შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ძალაში დარჩეს პატიმრობა. მისი თქმით, საქმეში ნეიტრალური მოწმე არაა – არის გამომძიებელი ან ექსპერტი და საბა ჯიქიას არ აქვს შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ამ მოწმეებზე.

მისი პოზიცია იყო, რომ ვინაიდან საბა ჯიქია არ ცნობს თავს დამნაშავედ, დარჩენილიყო ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ალტერნატივად კი განეხილათ გირაო 5000 ლარის ოდენობით.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს, 14:00-ზე დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics