2025-01-29 11:08:44, 3014 ნახვა
ციტატები
ხოშტარია ამაღლობელზე - შიმშილობის მე-18 დღე საგანგაშოა, გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია
![]() შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა. გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად რომ მოდიოდნენ, ძალას ვიკრებდი ჯდომისთვის და მერე საათები ტაქიკარდიას, ამოვარდნებს ვებრძოდი - ამის შესახებ წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. ,,ექიმმა გამაფთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს და ვარკვევდი დიალიზით ცხოვრების სცენარებს. კოორდინაცია ირღვევა. პერიოდული დერეალიზაცია. ღებინება. აღქმის შენელება. ეს მხოლოდ ნაწილია და არასამედიცინო შეგრძნებების დონეზე ახსნილი უბრალოდ. მე უამრავი მეგობარი და ექიმი მყავდა გარშემო. ასევე ტელევიზიით ვჩანდი. მზია არის შეურაცხყოფილი, ჩაკეტილი და სამედიცინო შეფასების გარეშე. ჩემთვის რომ გეკითხათ, მხნედ ვიყავი მეც, მართლა ასე ვგრძნობდი თავს. მოეშვით მარჩიელობას, სასწრაფოდ გამოუშვით! ბოდიშს ვიხდი, ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ რადგან ხილული არაა მზიას შიმშილობა, ვალდებულად ვთვლი თავს, გაგიზიაროთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები უკვე" - წერს ხოშტარია. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-18 დღეა შიმშილობს.
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა)
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|