2025-01-29 08:52:52, 383 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტა მოხდა - დაღუპულია 7, დაშავებულია 10 ადამიანი
ინდოეთის უტარ-პრადეშის შტატში, მაჰა კუმბ მელას რელიგიური დღესასწაულის დროს, ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მომლოცველები მდინარეში განბანის ცერემონიას ასრულებდნენ.
სიტუაციის გასაკონტროლებლად და სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ადგილზე სწრაფი რეაგირების ძალები გაიგზავნა. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უტარ-პრადეშის მინისტრს, იოგი ადიტიანათს მოუწოდა დაუყოვნებლივ მიეღოთ საჭირო ზომები დაზარალებულთა დასახმარებლად.
მომხდარის მიზეზები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.
მაჰა კუმბ მელა ინდუისტური რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დღესასწაულია, რომელიც ყოველ 12 წელიწადში ერთხელ იმართება და მილიონობით მომლოცველს იზიდავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,