20:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 11:40:32, 380 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი - საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ხელისუფლებამ ხალხთან საუბარი უნდა დაიწყოს

საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ორი თვეა ხალხი ქუჩაში გამოდის დემოკრატიული, ევროპული მომავლის მოთხოვნით, ამ სამწუხარო სიტუაციიდან გამოსავალი ქართველმა ხალხმა უნდა გამონახოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს ნამდვილად სურს, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა და ველოდებით საქართველოს, რომ შეერთებოდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს და უზრუნველეყო, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ბევრი ნეგატიური რამ მოხდა საქართველოში. თუ გადახედავთ ბოლო რამდენიმე თვეს, სიტუაცია ცუდიდან უარესობისკენ არის. ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირის ელჩი, როცა საქმე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ. ასე რომ, ქართველების გადასაწყვეტია, როგორ გამოვიდნენ ამ ღრმა სოციალური და პოლიტიკური კრიზისიდან. რა რეკომენდაციაც შეიძლება გავცე, არის დიალოგი. ხელისუფლებამ, რომელსაც დამატებითი პასუხისმგებლობები აქვს ამ სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვის კუთხით, ხალხთან საუბარი უნდა დაიწყოს, არ უგულებელყოს ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დგანან და მოითხოვენ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics