20:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 11:34:45, 406 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი - EU საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს EU-სთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი აქვს

ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, პოლონეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას გააჩნია თუ არა რაიმე სახის ინსტრუმენტები და რესურსები, რათა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებში ცვლილებები მოხდეს, საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კუთხით პოლონეთს გარკვეული ინსტრუმენტები აქვს.

„ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობებში ხელახლა ჩართვისთვის შესანიშნავი შანსი აქვს. თავმჯდომარეობას გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ინსტრუმენტები აქვს, მაგალითად, ჩვენ გაფართოების მთავარ სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობთ და გაფართოების კუთხით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დიდი ამბიციები გვაქვს. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და როგორც იცით, ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ამას უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ასახავს. ასე რომ, გზა თავისუფალია, კარი ღიაა და პოლონეთის თავმჯდომარეობა გაფართოების პროცესს მხარს უჭერს. ევროკავშირში ჩვენც არც ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით 20 წლის წინ გავწევრიანდით. ამიტომ, ამბიციურები ვართ და გაფართოების პროცესს და ასევე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ. მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართულმა მხარემ და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას, რათა აუცილებელი პირობები შეასრულოს. საქართველოსთვის ეს ისტორიული და უპრეცედენტო მომენტია და რთულია უკეთესი პირობების წარმოდგენა, როგორიც ახლა, პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდშია“, - განაცხადა არტურ გებალიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics