|
2025-01-28 10:21:01, 866 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონებით შეტევამ ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა
რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ქარხნის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ქარხანას დრონებით 24 და 26 იანვარს დაარტყეს. Reuters-ის წყაროთა თანახმად, ხანძარი გაუჩნდა ქარხნის ნავთობის საცავს, დაზიანდა ნავთობის ტრანსპორტირების სარკინიგზო ხაზი და ჰიდროწმენდის დანადგარი. რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავების და ტრანსპორტირების გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქარხანა ეკუთვნის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის, „როსნეფტის" სტრუქტურის ნაწილია. რუსეთის ხელისუფლებას ქარხნის მუშაობის შეჩერებაზე საჯაროდ არაფერი უთქვამს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)