2025-01-27 20:22:41, 701 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხიმშიაშვილი - დღეის მონაცემებითა და ვიზუალური დაკვირვებით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია
დღეის მონაცემებითა და ვიზუალური დაკვირვებით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია," - ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.
„ვიზუალური დაკვირვებითა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მისივე განცხადებით, თავს ნორმალურად გრძნობს, ამ ეტაპზე არ საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას.როგორც თავად აცხადებს, აგრძელებს შიმშილობას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს”, - განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, რაც შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პოლიციამ იგი ბათუმში დააკავა.
#თავისუფლებამზიას
ავტორი: ექსპრესნიუსი,