2025-01-27 20:16:34, 605 ნახვა
მსოფლიო
ტომას ჰაკერი - მზია ამაღლობელი დააკავეს და აიძულეს გაჩუმებულიყო, ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, თომას ჰაკერი, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ჰაკერის განცხადებით, ამაღლობელის დაკავება და პატიმრობაში არაადამიანური მოპყრობა არღვევს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირითად სტანდარტებს.
„მზია ამაღლობელი დააკავეს და აიძულეს გაჩუმებულიყო. მისი დაკავება და პატიმრობაში არაადამიანური მოპყრობა არღვევს ფუნქციონალური დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირითად სტანდარტებს. ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს!“. -წერს, ბუნდესტაგის წევრი, ტომას ჰაკერი X-ზე.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს, რის შემდეგაც შიმშილობა დაიწყო. დღეს მისი შიმშილობის მე-16 დღეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,