2025-01-26 15:22:47, 819 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში საპროტესტო მსვლელობა, სახელწოდებით „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს.
პროტესტანტები ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეებმა მსვლელობა დიდუბის მეტროდან დაიწყეს. მარშის მონაწილეები წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან მიდიან.
ჩვენ უკვე მესამე მსვლელობას ვმართავთ რუსთაველს გარეთ. ჩვენი მიზანია, პროტესტის ხმა გაისმას ყველა რეგიონში და ყველა უბანში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ყველა მაცხოვრებელს. ამის მცდელობა გვქონდა წინა კვირაშიც თემქაზე, სადაც პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ აქციაზე თავად ვიწვნიეთ პოლიციური რეჟიმი, თუმცა ჩვენი დაკავება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც რეჟიმის ტყვეები ყოველ დღე აწყდებიან. სოლიდარობას ვუცხადებთ მათ!, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,