|
2025-01-25 12:46:33, 2546 ნახვა
აშშ-ს ბანკები საქართველოში ფულის გადმორიცხვისგან თავს იკავებენ, ამერიკულ კომპანიებს მუშაობა უჭირთ
საერთაშორისო გარდარიცხვებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება შეფერხებებია. უცხოეთიდან ქვეყანაში გადმორიცხული ფული ფერხდება და საჭირო ხანზე მეტხანს აგვიანებს. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, განსაკუთრებით პრობლემატურია აშშ -დან გადმორიცხული ტრანზაქციების განხორციელება. რამდენიმე საერთაშორისო კომპანია რომელიც საქართველოში მუშაობს, ფულის არასებობის გამო ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგა. „ექსპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ მაღალჩინოსნების დასანქცირების შემდეგ ამერიკული ბანკები, საგულდაგულოდ სწავლობენ სად ირიცხება თანხა და არის თუ არა, ფინანსური სახსრების მიმღები სანქცირებული ან მასთან დაკავშირებული პირი. განსაკუთრებული პრობლემები, სხვა კომპანიებთან ერთად შეექმნა მსოფლიოში ცნობილ კომპანია MAMCIP რომელიც Subway-ის ობიექტებს ფლობს. ობიექტებს საქართველოში „ვისოლი ჯგუფი“ მართავს, რომლის მფლობელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაშია ბრალდებული და სანქციების პოტენციურ სიაშია. აშშ დან არაპირდაპირი და პირდაპირი ინვესტიციების შეჩერბეის ან შეფერხების გამო საქართველოს ბიუჯეტს მილიონობით დოლარის ზარალი ადგება. თავად კომპანიებში კი აშშ-დან გადმორიცხვები 2 თვე ყოვნდება, მას შემდეგ რაც ქვეყანაში სანქცირებული მაღალჩინოსნები, მათ შორის შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური გაჩნდა. Concentrix Georgia კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს საზღვარგარეთ კონსულტაციებს უწევს. ის SYNEX Coorporation-ის შვილობილი კომპანიაა. Concentrix აშშ-ში 500 უმსხვილესი კომპანიის სიაში შედის. აღსანიშნავია, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა და მან მხოლოდ $198 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 9 თვეში FDI-ის მოცულობა 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 640 მილიონი დოლარით ნაკლებია. გასულ წელს აშშ-დან საქართველოში 164 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 148 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ბოლო 10 წელიწადში აშშ-დან 896 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ წლებში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების 6%-ია. აშშ-დან შემოსული ინვესტიციების 62% (101 მლნ დოლარი) ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში განხორციელდა. 2022 წლის ტოპ-10 ინვესტორ კომპანიას შორისაა ამერიკული კომპანია შპს „ეპამ სისტემსი“ და შპს „მაგთიკომი“, რომლის წილებს ამერიკული კომპანიები ფლობენ. ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ორმა კომპანიამ განაპირობა. 29 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)