|
2025-01-24 08:38:11, 923 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ენერგორესურსები წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ენერგორესურსები, განსაკუთრებით კი ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს. „რუსეთი ცდილობს, განაგრძოს აგრესია და ოკუპაცია. ენერგორესურსები, კერძოდ კი ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებს. ევროპამ მეტი უნდა იმუშაოს ენერგორესურსებზე აშშ-სა და სხვა გლობალურ პარტნიორებთან და არა რუსეთთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეხვედრები აშშ-ისა და ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც მიმართულია რუსეთის აგრესიის შეჩერებისკენ. „მთავარია, არ შევანელოთ ტემპი და ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე – იმ ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც სურს ეს ომი და რომელიც პასუხისმგებელია ამ ომზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)