|
2016-03-05 12:10:16, 1304 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში პოლიციამ ოპოზიციური გამოცემა "ზამანის" ოფისი შტურმით აიღო
თურქმა სამართალდამცველებმა ოპოზიციური გამოცემა "ზამანის" ოფისი შტურმით აიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ს ცნობით, პოლიციელებმა შენობასთან შეკრებილი ასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრანტებს ტრანსპარანტები ეკავათ, წარწერით "ჩვენ ვიბრძოლებთ თავისუფალი პრესისთვის". ამასთან, როგორც BBC "ზამანის" წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ე.წ. გარე მმართველები გამოცემის ქონების კონფისკაციით იმუქრებოდნენ. საპროტესტო აქცია "ზამანის" ოფისთან მას შემდეგ გაიმართა, რაც სტამბოლის სასამართლომ გაზეთისთვის ე.წ. გარე მმართველის დანიშვნა გადაწყვიტა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამართალდამცველებმა რედაქციაში ჩხრეკა დაიწყეს. ოპოზიციური გამოცემის მთავრობის კონტროლზე აყვანა უფლებადამცველებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკეს. "თურქეთის ხელისუფლება ვალდებულია, სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოს", - განაცხადა ამერიკის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. "ზამანი", რომელიც 650 000-იანი ტირაჟით გამოდის, თურქეთში ყველაზე კითხვად ყოველკვირეულ გამოცემად მიიჩნევა. ვარაუდობენ, რომ გაზეთს აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელთან, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწინააღმდეგესთან, ფეთჰულა გიულენთან აქვს კავშირები. ცნობისთვის, ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ცნობით, მედიის თავისუფლების რეიტინგში თურქეთი 180-დან 149-ე ადგილზეა. ქვეყანაში 30 ჟურნალისტია დაკავებული, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში 2 გაზეთი და 2 ტელევიზია დაიხურა, თუმცა ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, რომ მედია თავისუფალია.
მარნეულში შვილმა მამა მოკლა
მდინარაძე აშშ-ს საქართველოს დემოკრატიით დაინტერესებას ტერორიზმს უწოდებს
კალაძე: ე.წ. რიყის დოქებს სხვაგან გადაიტანენ თუ რა სახის პროექტი განხორციელდება, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის
მდინარაძე - ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)