|
2025-01-21 12:24:29, 558 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი - ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია ქვეყნის ფული
„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი, ბიძინა ივანიშვილის მიერ შვეიცარიულ ბანკზე, Julius Baer-ს, დაწყებულ სამართლებრივ დავას ეხმაურება და აცხადებს, რომ მილიარდერი ოლიგარქი საკუთარი ფინანსური პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, ქვეყნის ფინანსებსა და უსაფრთხოებას რისკავს. მისი თქმით, ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ სახით ე.წ. კონსპირაციის თეორიას ირწმუნება, რამაც ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. „ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ მთელი მსოფლიო მას ებრძვის, ეს პროცესი არასერიოზულია. პრობლემები ჰქონდა ერთი ერთ ბანკში, მერე მეორე ბანკში, ხოლო საბოლოოდ მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკუთარი ფინანსური პრობლემები ქვეყნის კეთილდღეობაზე მაღლა დააყენოს,“ – განაცხადა ხიდაშელმა. მისი თქმით, „საქართველოს საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ივანიშვილს უფლება, ქვეყნის ფული მძევლად აქციოს“. ხიდაშელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო პოლიტიკურ კრიზისს დაამარცხებს და შეჩერებული პროგრამები განახლდება. იგი ასევე შეეხო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც ხაზგასმული იყო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)