05:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 09:41:33, 524 ნახვა

პოლიტიკა
ვინ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას საქართველოდან?

დღეს, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვაშინგტონია, სადაც დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მეორედ გაიმართება. ტრამპის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილების ტრაექტორიას ელოდება მთელი მსოფლიო. მათ შორის, საქართველოც, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებაც, დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული.

ინაუგურაცია ცივი ამინდის გამო კაპიტოლიუმის, აშშ-ს კონგრესის შენობის, როტონდაში ჩატარდება.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის თქმით, ბრძანება გასცა, რომ საინაუგურაციო მიმართვა და სხვა სიტყვები წარმოითქვას და ლოცვები ჩატარდეს კაპიტოლიუმის შიგნით. ტრამპმა აღნიშნა, რომ 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის ღონისძიება ასევე სიცივის გამო მსგავსადვე კაპიტოლიუმის როტონდაში ჩატარდა.

ტრამპის ინაუგურაციას რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით დაესწრება, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ინაუგურაციას დაესწრებიან თავად და ბადრი ჯაფარიძე.

ვაშინგტონში იმყოფებიან "ფედერალისტები" თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერიაც.

ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.

ინაუგურაციაზე არ არის მიწვეული "ქართული ოცნების" არც ერთი ლიდერი და წარმომადგენელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics