06:52 - 01 May, 2026
|
2025-01-18 17:47:10, 482 ნახვა
პოლიტიკა
რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებული შაკო მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ბაბილოსთან დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე გადაიყვანეს საავადმყოფოში," - წერს გუჯა ავსაჯანიშვილი. მაღრაძე ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს მოსამართლეები რესტორან "ბაბილოში" ქეიფის პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. სასამართლომ შაკო მაღრაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)