08:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 09:39:57, 392 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა კაცი გამოგვიგზავნა, პასუხად მიიღო, რომ გარიგება არ იქნება

პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მათთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ "გარიგება არ იქნება". ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

"ორჯერ ჰქონდა [ბიძინა] ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა. პასუხად მიიღო ის, რომ არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას მიათრევს ჭაობში, არ იქნება. ჩვენ ვართ გზის გასაყარზე, აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქეთ არის მომავალი. მას ხომ ღირებულებები აღრეული აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. იგი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც რაღაც კომპანიას. მას ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. ეს კაცი არის საშიში თავისი მენტალობით", - განაცხადა ხაზარაძემ.

წამყვანის კითხვაზე, როდის შედგა კონტაქტი და რა ფორმით დაუკავშირდა იგი მათ, ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა მას არჩევნების შემდეგ "კაცი გაუგზავნა", რადგან მისივე სიტყვებით, არ ელოდა, რომ არჩევნებს ოპოზიცია და პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადებდნენ.

"არჩევნების შემდეგ გამოგვიგზავნა კაცი, რადგან არ მოელოდა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით. ეს იყო მისთვის პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადააბალახებდა, ისე როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი", - თქვა მან და დაამატა, რომ საუბარი არ ყოფილა პარლამენტში შესვლაზე, "კონკრეტიკა არ იყო", არამედ, ეს იყო "მოსინჯვა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics