|
2025-01-17 03:56:11, 537 ნახვა
მსოფლიო
ლატვიის პარლამენტმა კონსტიტუციაში „ორი სქესის“ შეტანის წინადადება უარყო
ლატვიის პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ უარყო ოპოზიციური პარტია „ლატვია უპირველესად“-ის წინადადება კონსტიტუციის შესავალში შესწორების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ორი სქესი არსებობს. შეთავაზებული ინიციატივა ითვალისწინებდა კონსტიტუციაში დებულების შეტანას, რომლის თანახმად, „სახელმწიფო აღიარებს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი, და არ წაახალისებს ან მხარს არ უჭერს ხელოვნურად შექმნილი სქესების დაკანონებას“. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში ტერმინი „სქესი“ გამოყენებულია ტერმინ „გენდერის“ სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან განსხვავდება. პარტია „ლატვია უპირველესად“-ის ლიდერის, აინარ შლესერსის თქმით, ქვეყნის კონსტიტუციაში უკვე აღნიშნულია, რომ ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაგრამ, ამის მიუხედავად, „აღმოჩნდა, რომ ქორწინება ერთია, ოჯახი კი - სულ სხვა“. ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია განისაზღვროს, რომ არსებობს ორი სქესი და „ყველას მივცეთ საშუალება, თავი ისე იგრძნოს, როგორც უნდა, და არავის საქმე არ არის, რა ხდება გასახდელებსა და ტუალეტებში“. შლესერსის განცხადებით, „მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ არსებობს 2 სქესი და არა 150“. კოალიცია „ახალი ერთობის" წევრმა, აგნესე კრასტამ დეპუტატებს მოუწოდა, ქვეყნის ძირითადი კანონი საარჩევნო კამპანიაში არ გამოიყენონ და საზოგადოება წარმოსახვითი პრობლემებით არ შეაშინონ. შლესერსის პარტიის ინიციატივის საპარლამენტო კომიტეტებისთვის გადაცემას მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 43, ერთმა თავი შეიკავა. ამიტომ, „ლატვია უპირველესად“-ის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)