|
2025-01-17 03:46:01, 505 ნახვა
პოლიტიკა
უილსონი კონგრესში - ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, საქართველოში არჩევნები გააყალბა
ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანული რეჟიმი, არჩევნები გააყალბა - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უნდა დასანქცირდნენ ისინი, ვინც თავს ესხმიან თავისუფლებას. "ქართველი ერი და ამერიკა ღირებული პარტნიორები არიან. ქართველები ამერიკელებთან ერთად მსახურობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში. სამწუხაროდ, საქართველო საკუთარი თავისუფლებისთვის საფრთხის წინაშე დგას. ოქტომბერში მაქინატორმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ომის დამნაშავე პუტინი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანული რეჟიმი, არჩევნები გააყალბა. სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, მამაცად დგას დემონსტრანტებთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)