|
2025-01-16 21:49:12, 518 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ ჟურნალისტები რუსთავში, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ #თავისუფლებამზიას
ხვალ 17 იანვარს რუსთავში, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან, ჟურნალისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები, გამოცემა "ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებელის და დირექტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. "ხვალ, პარასკევს, 17 იანვარს, 14:00 საათზე, რუსთავში, N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებასთან, ჟურნალისტები, მედიის პროფესიული და უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები გავმართავთ აქციას, რუსული რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად." - წერია მზია ამაღლობელის მხარდამჭერ ჟურნალისტთა განცხადებაში. მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი). 14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. ამაღლობელის დაკავებას მგმოეხმაურა მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტი და ორგანიზაცია. "რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" და ევროკავშირმა ამაღლობელის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)