2025-01-16 14:25:47, 351 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - არჩევნების გაყალბების შესახებ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავად არის ხელჩაქნეული
პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება და ამ საკითხზე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავად არის ხელჩაქნეული. მისი თქმით, კოლექტიურ ოპოზიციას, არ გააჩნია მასალები, რომლებიც გაყალბებას დაამტკიცებს.
„არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, რომ ისინი აღარ ფიქრობენ, რომ გაყალბება დადასტურდება, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს. რადიკალურ ოპოზიციას ჰყავდა 25 ათასზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ არჩევნებს. ყველას მობილური ტელეფონი ჰქონდა, და მაინც ვერავინ დააფიქსირა პრობლემა? შესაბამისად, საკითხზე თავად „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი ჩაქნეული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,