|
2025-01-13 14:27:29, 467 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენმა პირობა დადო, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის საკითხში ყველაზე ძლიერ პოზიციებს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უზრუნველყოს ძლიერი პოზიციები საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. კრიტიკოსების შიშების თაობაზე, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ომი შეიძლება არ დასრულდეს უკრაინის სასარგებლოდ, ბლინკენმა თქვა, რომ „მოცემულ ეტაპზე სპეკულირებას არცერთი ჩვენგანისთვის არა აქვს აზრი.“ „რასაც აქვს აზრი, არის ის, რომ ვიყოთ დარწმუნებული, რომ შემდეგ ადმინისტრაციას, ტრამპის მომავალ ადმინისტრაციას, გადავცემთ ყველაზე ძლიერ პოზიციებს იმისთვის, რომ მან შეძლოს პოლიტიკის რეალიზება მთელს მსოფლიოში - უკრაინისა თუ სხვა საკითხებში“, მოჰყავს ბლინკენის სიტყვები BBC-ს. გასულ კვირაში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გუნდი უკვე მუშაობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრის ორგანიზებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)