11:14 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 13:47:24, 495 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს

 „პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, და მნიშვნელოვანია, რომ მას არ მიეღოს ამოსუნთქვის შესაძლებლობა, რათა გააგრძელოს იმ საშინელობების კეთება, რასაც აკეთებს“.- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადა.

ბაიდენის თქმით, უკრაინას  გამარჯვების რეალური შანსი აქვს, რაც დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ. სანქციები შეეხო რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს - „გაზპრომ ნეფტს“ და „სურგუტნეფტეგაზს“, აგრეთვე 180-ზე მეტ გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებს და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics