|
2025-01-11 12:01:10, 2043 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის ტამბოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, 11 იანვარს ღამით, დრონები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი პერვიშოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა. „რამდენიმე ადამიანი დამტვრეული მინის შედეგად დაშავდა და მათ დახმარება გაუწიეს. ხანძარი არ არის, შენობებს კი მცირე დაზიანება აქვს. ჩვენ ვაფასებთ მიყენებულ ზარალს და ოპერატიულად აღმოვფხვრით შედეგებს“, - წერს ის. მისი თქმით, შენობებს მცირე დაზიანება მიადგა. Telegram-ის არხების კადრებით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე ბინას ჩამტვრეული ჰქონდა მინები და დაზიანებული აივნები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, 31 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა შავ ზღვაზე, 16 ვორონეჟის რეგიონსა და კრასნოდარის მხარეზე, 14 აზოვის ზღვაზე, ოთხი ბელგოროდის რეგიონზე, ორი ტამბოვში, თითო კურსკისა და ოკუპირებულ ყირიმზე. . ყაზანში, ნიჟნეკამსკსა და ულიანოვსკში ფრენის უსაფრთხოების მიზნით დილიდან დროებითი შეზღუდვები შემოიღეს. ორი სამოქალაქო რეისი, რომლებიც ყაზანში უნდა დაეშვა, გადავიდა უფაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)