|
2025-01-09 19:09:48, 401 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპანტების მიერ დაკავებული სამი მოქალაქე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის და ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ. ისინი უკვე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, უკანონო პატიმრობიდან მათი გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა რელევანტური ინსტრუმენტები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)