|
2025-01-09 18:55:34, 1816 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას $500 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის $500 მილიონის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა. პაკეტი გადაეცემა საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღება აშშ-ის მარაგებიდან სწრაფად იქნება მიწოდებული. ახალი პაკეტი მოიცავს: • AIM-7, RIM-7 და AIM-9M ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, • “ჰაერი-მიწის” საბრძოლო მასალას, • F-16-ებისთვის დამხმარე აღჭურვილობას, • ჯავშნიან ხიდების გამდებ სისტემებს, • უსაფრთხო კავშირგაბმულობის საშუალებებს, • ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, • სათადარიგო ნაწილებსა და ტრანსპორტირებას. Bloomberg-ის ცნობით, ამ პაკეტით აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან გაწეული დახმარების საერთო ღირებულება $65 მილიარდს მიაღწევს. ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარებულ ტემპში მიწოდებას ვადის ამოწურვამდე გეგმავს. თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ, განაცხადა, რომ აშშ გაგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო დღემდე. მანამდე, დეკემბერში, აშშ-მა უკრაინას დამატებით $2.5 მილიარდი და $1.225 მილიარდის დახმარების პაკეტები გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)