13:42 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 11:04:14, 552 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთმა მსხვილ პორტებში სანქცირებული რუსული ტანკერების მიღება შეაჩერა

შანდუნის პროვინციის უმსხვილესმა საპორტო კომპანიამ, Shandong Port Group-მა, აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

კომპანიის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ტანკერებს შანდუნის პორტებში გაჩერება, ტვირთის დაცლა და სხვა საპორტო მომსახურებების მიღება ეკრძალებათ. შანდუნი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამრეწველო ცენტრია.

Reuters-ის ინფორმაციით ტანკერებს არ უშვებენ ჩინეთის სიდიდით მეხუთე პორტ ქინგდაოში, ასევე შეჩერებულია რუსული გემების მიღება რიჟაოსა და იანტაის პორტებში.

ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი 669 ტანკერისგან შედგება. გემებს სანქციების გვერდის ავლით რუსეთის, ირანისა და ვენესუელის ნავთობი გადააქვთ. სხვადასხვა ინფორმაციით, რუსულ ნავთობს რეგულარულად 250-300 ტანკერი ზიდავს.

 დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics