03:44 - 28 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 10:16:50, 3066 ნახვა

კულტურა
ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად (მიუზიკლი, ან კომედია) “ემილია პერესი” დასახელდა, ნომინაციაში: წლის საუკეთესო დრამა „ბრუტალისტმა“ გაიმარჯვა.

„ოქროს გლობუსი“ დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ედრიენ ბროუდს გადასცეს ფილმ „ბრუტალისტში“ შესრულებული როლისთვის.

დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფერნანდა ტორესი დაჯილდოვდა ფილმში: „ჯერ კიდევ აქ ვარ“ შესრულებული როლისთვის.

მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობ ქალად დემი მური დასახელდა ფილმ “სუბსტანციაში“ განსახიერებული როლისთვის.

მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში კი სებასტიან სტენმა გაიმარჯვა ფილმში „განსხვავებული კაცი“ შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის „ბრუტალისტი“.

მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა ფილმ „ნამდვილ ტკივილში“ განსახიერებული როლისთვის, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა ფილმ „ემილია პერესში“ შესრულებული როლოსთვის.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ ანიმაციურ ფილმს, „ნაკადს” გადაეცა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა
რუბიო - მომავალი კვირა უკრაინაში ომის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?
გერმანიაში ქართველი დააკავეს, რომელსაც ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი